Middle Software Engineer

Optio.Ai

Optio.Ai

Software Engineering

Tbilisi, Georgia

Posted 6+ months ago

გაეცანით ვაკანსიის ტექსტს და დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტორნულ მისმართზე hr@optio.ai 2025 წლის 20 სექტემბერის ჩათვლით

--

Optio-ში ვქმნით მონაცემებზე დაფუძნებულ, მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმას. ჩვენი პლატფორმა ბიზნესს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიცნოს საკუთარი კლიენტების ქცევა და აწარმოოს მათზე მაქსიმალურად მორგებული მარკეტინგული კამპანიები.

ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა პლატფორმაში AI აგენტის ჩაშენებაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს პირდაპირ „ესაუბრონ“ საკუთარ მონაცემებს და დაავალონ სამუშაოები რუტინის ავტომატიზაციისთვის.

⚙️ Optio-ს არქიტექტურა მრავალმხრივ ტექნოლოგიურ ბლოკებზეა აგებული, რასაც თან ბევრი გამოწვევა ახლავს:

  • დიდი მონაცემების ოპტიმალური დამუშავება
  • ფონური პროცესები ასეულობით მილიონი ჩანაწერის რეალურ დროში დასამუშავებლად კლიენტის სისტემებთან და მონაცემებთან ოპტიმალური ინტეგრაცია
  • უსაფრთხოებისა და წვდომის დონეების დეტალური მართვა
  • მასშტაბირებადობა და ოპტიმიზაცია
  • გაფართოებადი და მოქნილი არქიტექტურა

🔎 რას ველოდებით შენგან:

  • აიღო პასუხისმგებლობა ერთი ან რამდენიმე მოდულის სრულ ციკლზე — არქიტექტურიდან წარმატებულ გაშვებამდე
  • შეძლო ბიზნესისა და ტექნოლოგიის გაერთიანება – გესმოდეს ორივე ენა.
  • წერო არა მხოლოდ კოდი, არამედ მოიკვლიო და იპოვო საუკეთესო გადაწყვეტილებები.
  • გქონდეს მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური, მრავალსტეკიანი მოდულის ან სისტემის დამოუკიდებლად დასრულების გამოცდილება (არქიტექტურა → იმპლემენტაცია → გაშვება და თანხლება)

🛠️ ტექნოლოგიური სტეკი

NestJS · Angular · RabbitMQ · Redis · Elasticsearch · Docker

📝 შერჩევის და დასაქმების პროცესი

  • პირველადი შერჩევა CV-ის საფუძველზე
  • გასაუბრების პროცესი (1–2 ეტაპი: გაცნობა, პიროვნული და ტექნიკური უნარების შეფასება)
  • დავალება – ტექნიკური უნარების უკეთ შესაფასებლად
  • ინტეგრაცია გუნდში – 6 თვიანი სამუშაო პროცესი Middle პოზიციაზე (ანაზღაურება 3000–5000₾)

❓ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

  • რა მასშტაბებზე მუშაობს პლატფორმა?

რამდენიმე მილიონიდან ასობით მილიონ ჩანაწერამდე.

  • ვინ არიან თქვენი კლიენტები?

დიდი და საშუალო ზომის კომპანიები ფინანსური სექტორიდან

  • როგორია სამუშაო პროცესი?

Kanban-ზე დაფუძნებული Agile პროცესი, 1-1.5 თვიანი რელიზების ციკლით

  • Remote მუშაობა შესაძლებელია?

გვაქვს ჰიბრიდული რეჟიმი, საწყის ეტაპზე ოფისიდან მუშაობა აუცილებელი იქნება გუნდისა და პროცესების გასაცნობად.

  • სად არის თქვენი ოფისი?

თბილისში, ერთ-ერთ საუკეთესო სივრცეში: D Block @ Stamba, კოსტავას #14. მარტივად მისადგომია საზოგადოებრივი და პირადი ტრანსპორტით.

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტორნულ მისმართზე hr@optio.ai 2025 წლის 20 სექტემბერის ჩათვლით.

გთხოვთ განაცხადის გამოზგავნისას “subject”-ში მიუთითოთ “Middle Software Engineer”. პირველადი გადარჩევის შემდეგ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.