Optio-ში ვქმნით მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმას. ჩვენი პლატფორმა ბიზნესს საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნოს საკუთარი კლიენტების ქცევა და აწარმოოს მათზე მაქსიმალურად მორგებული მარკეტინგული კამპანიები.
Optio სწრაფად ვითარდება, მუდმივად ვაუმჯობესებთ არსებულ ფუნქციონალს და ვამატებთ ახალ შესაძლებლობებს. პლატფორმის განვითარების პროცესში ვმუშაობთ შემდეგ გამოწვევებზე:
- დიდი მონაცემების ოპტიომალური დამუშავებ
- განახლებების დროული დანერგვა კლიენტის ინფრასტრუქტურაში
- კლიენტის სისტემებთან და მონაცემებთან ოპტიმალური ინტეგრაცია
- მასშტაბირებადობა და ოპტიმიზაცია
როლის აღწერა
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, ტექნოლოგიური პროექტების მენეჯერს, რომელიც რელიზის და დანერგვის ციკლის გამართულ და გამჭვირვალე ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
თქვენი მთავარი პასუხისმგებლობა იქნება რელიზის სრული პროცესის მართვა, დაგეგმვიდან კლიენტთან წარმატებულ ჩაბარებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- დაგეგმვა და კონტროლი
– Product Owner-თან ერთად რელიზის ვადებისა და მოცულობის (Scope) განსაზღვრა
– დეველოპმენტის პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი
– შემაფერხებელი ფაქტორების დროული აღმოჩენა და სწრაფი ესკალაცია - ხარისხის და დანერგვისთვის მზაობის უზრუნველყოფა (Quality & Readiness)
– QA პროცესის კოორდინაცია და ტესტირების ციკლის კონტროლი
– Bug-fixing loop-ის დასრულების უზრუნველყოფა
– დოკუმენტაციის, Release Notes-ისა და დანერგვის ინსტრუქციების მზადყოფნის კონტროლი - დანერგვის მართვა (Deployment Management)
– შიდა (Staging/RC) და გარე (Production) გარემოებში დანერგვის პროცესის ორგანიზება
– კლიენტებთან განახლების დროების შეთანხმება
– დანერგვის შემდგომი გადამოწმების (Verification) კოორდინაცია
შენიშვნა: თქვენ არ გეკისრებათ ამოცანების ტექნიკური შესრულება, თუმცა თქვენი ვალდებულებაა
უზრუნველყოთ პროცესის გამართული მუშაობა და რელიზის დროული და გეგმის მიხედვით დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელი:
- 2+ წელი ტექნოლოგიური პროექტების მართვის და კოორდინაციის გამოცდილება
- პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ციკლის (SDLC) სიღრმისეული ცოდნა, უნდა გესმოდეთ რა გზას გადის ამოცანა იდეიდან გამოქვეყნებამდე
- ტექნიკურ გუნდთან და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- უნარი, მართოთ არა მხოლოდ დავალებები, არამედ მოლოდინები და რისკები
- სასურველი:
- Agile მეთოდოლოგიების ცოდნა
- გამოცდილება JIRA, Confluence ან მსგავს ინსტრუმენტებთან
- გამოცდილება B2B პროდუქტების დანერგვაში
რას გთავაზობთ
- მუშაობას პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- კანდიდატზე მორგებულ სამუშაო ფორმატს, თუმცა სასაწყის ეტაპზე ოფისიდან მუშაობა აუცილებელი იქნება გუნდისა და პროცესების გასაცნობად
- კომფორტულ ოფისს, თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო სივრცეში: D Block @ Stamba, კოსტავას #14. მარტივად მისადგომია საზოგადოებრივი და პირადი ტრანსპორტით
- კონკურენტულ ანაზღაურებას კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე
განაცხადის წარდგენა
დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტორნულ მისმართზე hr@optio.ai. განაცხადის გამოზგავნისას “subject”-ში მიუთითეთ “Technical Project Manager”.
პირველადი გადარჩევის შემდეგ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Team OPTIO
📨 hr@optio.ai
📍 14 M. Kostava St, Tbilisi