hero
companies
Jobs

Join Optio as a Middle Software Engineer

Optio.Ai

Optio.Ai

Posted on Jun 10, 2026

Optio-ში ვქმნით მონაცემებზე დაფუძნებულ, მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმას. ჩვენი პლატფორმა ბიზნესს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიცნოს საკუთარი კლიენტების ქცევა და აწარმოოს მათზე მაქსიმალურად მორგებული მარკეტინგული კამპანიები.

ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა პლატფორმაში AI აგენტის ჩაშენებაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს პირდაპირ „ესაუბრონ“ საკუთარ მონაცემებს და დაავალონ სამუშაოები რუტინის ავტომატიზაციისთვის.

Optio-ის არქიტექტურა მრავალმხრივ ტექნოლოგიურ ბლოკებზეა აგებული, რასაც თან ბევრი გამოწვევა ახლავს:

  • დიდი მონაცემების ოპტიმალური დამუშავება
  • ფონური პროცესები ასეულობით მილიონი ჩანაწერის რეალურ დროში დასამუშავებლად
  • კლიენტის სისტემებთან და მონაცემებთან ოპტიმალური ინტეგრაცია
  • უსაფრთხოებისა და წვდომის დონეების დეტალური მართვა
  • მასშტაბირებადობა და ოპტიმიზაცია
  • გაფართოებადი და მოქნილი არქიტექტურა

პლატფორმის შემდგომი განვითარებისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, საშუალო გამოცდილების მქონე (middle) დეველოპერს, რომელსაც სურს იმუშაოს მასშტაბურ პლატფორმაზე, საინტერესო გუნდთან ერთად.


🔎 რას ველოდებით შენგან

  • აიღო პასუხისმგებლობა ერთი ან რამდენიმე მოდულის სრულ ციკლზე — არქიტექტურიდან წარმატებულ გაშვებამდე
  • შეძლო ბიზნესისა და ტექნოლოგიის გაერთიანება – გესმოდეს ორივე ენა.
  • წერო არა მხოლოდ კოდი, არამედ მოიკვლიო და იპოვო საუკეთესო გადაწყვეტილებები.
  • გქონდეს მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური, მრავალსტეკიანი მოდულის ან სისტემის დამოუკიდებლად დასრულების გამოცდილება (არქიტექტურა → იმპლემენტაცია → გაშვება და თანხლება)

🛠️ სტეკი

NestJS · Angular · RabbitMQ · Redis · Elasticsearch · Docker


📝 შერჩევის და დასაქმების პროცესი

  1. პირველადი შერჩევა CV-ის საფუძველზე
  2. გასაუბრების პროცესი (1–2 ეტაპი: გაცნობა, პიროვნული და ტექნიკური უნარების შეფასება)
  3. დავალება – ტექნიკური უნარების უკეთ შესაფასებლად
  4. ინტეგრაცია გუნდში – 6 თვიანი სამუშაო პროცესი Middle პოზიციაზე (ანაზღაურება 3000–5000₾)

❓ ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

  • რა მასშტაბებზე მუშაობს პლატფორმა?
    რამდენიმე მილიონიდან ასობით მილიონ ჩანაწერამდე.
  • ვინ არიან თქვენი კლიენტები?
    დიდი და საშუალო ზომის კომპანიები ფინანსური სექტორიდან
  • როგორია სამუშაო პროცესი?
    Kanban-ზე დაფუძნებული Agile პროცესი, 1-1.5 თვიანი რელიზების ციკლით
  • Remote მუშაობა შესაძლებელია?
    გვაქვს ჰიბრიდული რეჟიმი, საწყის ეტაპზე ოფისიდან მუშაობა აუცილებელი იქნება გუნდისა და პროცესების გასაცნობად.
  • სად არის თქვენი ოფისი?
    თბილისში, ერთ-ერთ საუკეთესო სივრცეში: D Block @ Stamba, კოსტავას #14. მარტივად მისადგომია საზოგადოებრივი და პირადი ტრანსპორტით.

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტორნულ მისმართზე hr@optio.ai 2025 წლის 20 სექტემბერის ჩათვლით

გთხოვთ განაცხადის გამოზგავნისას “subject”-ში მიუთითოთ “Middle Software Engineer”.
პირველადი გადარჩევის შემდეგ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Team OPTIO
📨 hr@optio.ai
📍 14 M. Kostava St., Tbilisi